вторник, 26 января 2016 г.

"დიდება შენდა წინაპროს ლანდო"

„საგნები და ფოტოები მოგვითხრობენ"


რას ველოდი ამ პროექტიდან და რა გამოვიდა?
მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობაით წარმოჩინდა   ოჯახური ღირებულებები, ურთიერთდამოკიდებულება და „უცნობი და ნაცნობი“ საგნებისადმი პატივისცემა.   გამოიკვეთა შემოქმედებითი უნარები, გაღვივდა ინტერესი დამოუკიდებლად  მუშაობისა, კვლევა-ძიებისა. დაიხვეწა მოსწავლეთა შეფასება ორგანიზებული და ჯგუფური  საქმიანობისას. რამდენიმე საგნის  ინტეგრაციით შეივსო ცოდნა და  გამოვლინდა ინდივიდუალური  უნარ-ჩვევები. შემჭიდროვდა კომუნიკაცია პარალელურ კლასებს შორის. გაფორმდა მუსიკალურად და ლამაზი ინტერიერით.

პროექტის რომელ ეტაპს მივიჩნევ ყველაზე წარმატებულად და რატომ?

საინტერესო იყო ოჯახის გამორჩეული ნივთების შესახებ მონათხრობის ისტორიები. მეორე ეტაპზე მოსწავლეები დაუზარებლად აკეთებდნენ კორექტირებული ტექსტების ელექტრო ვერსიებს და ხალისიანად ასკანერებდნენ პრეზენტაციისათვის მასალას. ვფიქრობ,ესწრაფოდნენ  დროულად გაემთლიანებინათ სამივე კლასის მოსწავლეების მიერ მოძიებული  საინტერესო კოლექცია.

რომელი იყო ჩემი ყველაზე ეფექტიანი საქმიანობა (აქტივობა)?

ღონისძიების( გამოფენა/პრეზენტაციის) წარმართვა(წაყვანა).
პროექტის პრეზენტაციის სამი მიმართულებით წარდგენა (ფოტოგამოფენა-„დიდება შენდა,წინაპრის ლანდო“ ;    კოლექცია-„ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ ; მოსწავლეთა პრეზენტაციები-საგნებისა და ფოტოების მონათხრობი) ძალიან საინტერესო და ეფექტური   აღმოჩნდა. შევძელი შემოქმედებითად და ექსპრომტებით გაგვეხალისებინა სტუმრები .
ღონისძიების დროს  „ინტერვიუ“ რესპოდენტებთან (მშობლებთან,ბებიებთან, ბაბუებთან..) ემოციურად  დაიმუხტა...

პრობლემები და სირთულეები, რომლებიც შემხვდა პროექტზე მუშაობისას და როგორ დავძლიე ისინი?
გაჭირდა ძველი ფოტოების მოძიება, მოსწავლეებს ეგონათ,რომ მხოლოდ  გამორჩეული წინაპრების   ფოტოები/ნივთები უნდა  მოეძიებინათ; ზოგიერთ ოჯახში ადგილზე  არ აღმოჩნდა ძველი ფოტოალბომი; დასაწყისში რამდენიმე მოსწავლე არ დაინტერესდა პროექტით,ისინი მას შემდეგ ჩაერთვნენ ,როცა მოისმინეს და ნახეს პროექტით დაინტერესებული თანაკლასელების მიერ მონათხრობი ამა თუ იმ ფოტოზე/ნივთზე; მშობლებს თავდაპირველად ეშინოდათ  ნივთების და ფოტოების დაკარგვისა, როცა ავუხსენი,რომ გამოიყოფილი და დაცულია(სკოლის დირექციის მიერ) სათავსო კარადა, მერე დავიწყეთ შეგროვება.

რა იყო  ყველაზე არარაციონალური? რას გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს შევცვალო? 

ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა ეს პროექტი  წარგვედგინა     ორი  დღით . მიუხედავად იმისა,რომ ინტერესით ისმენდნენ მონათხრობს, ახლოს მისვლა და კარგად დათვალიერება ვერ შეძლეს. კარგი იქნებოდა კოლექცია  მეორე დღესაც გამოგვეფინა.. სამომავლოდ ,ვფიქრობთ, ამ პროექტზე  ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად ვიმუშავებთ  ინდივიდუალურად ოჯახის გენეოლოგიის ხის  კვლევა-მოძიებაზე.